სამედიცინო პროგრამის ზოგადი აღწერა

          ახლო მომავალში, პროგრამას დაემატება შემდეგი შესაძლებლობები:
      1. საყოველთაოს პაციენტის რეგისტრაციის, პროგრამიდან ავტომატურად შეტყობინა საყოველთაოს საიტზე, რეგისტრაციის კოდის მიღება და დამახსოვრება პროგრამაში.
      2. საყოველთაოს პაციენტის საბოლოო კალკულაციის, პროგრამიდან ავტომატურად ატვირთვა საყოველთაოს საიტზე.

          2018 წელში გამოვა პროგრამის ახალი ვერსია (დამატებითი შესაძლებლობებით).

      1.  შესაძლებელია რეცეპტების გამოწერა პროგრამაში, რომელიც ავტომატურად აიტვირთება ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე (საიტზე შესვლა და ხელით გამოწერა არ არის საჭირო).
        ჯანდაცვის სამინისტროზე რეცეპტების რეგისტრაცია სავალდებულოა 2018 - წლიდან.

      2.  ნებისმიერი რეპორტი (ყოველდღე, ყოველ კვირას ან ყოველ თვე) ავტომატურად იგზავნევბა წინასწარ მითითებულ მეილებზე.
      3.  შესაძლებელია ნებისმიერი დოკუმენტის პროგრამიდან სკანირება და მიბმა პაციენტზე ან თანამშრომელზე.
       

     
    1. მონაცემთა ბაზა: Microsft SQL
    2. პროგრამირების ენა: C#, Asp Net
    3. მუშაობს შემდეგ ოპერაციულ სისტემებში: Windows, Linux, Android, IOS.
     
       დაწესებულების IT-ს (კომპიუტერების ტექნიკური და სისტემური მომსახურე პერსონალის) მიერ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, დაცული უნდა იყოს, როგორც პოგრამაში შეტანილი ინფორმაცია, ასევე სერვერის უსაფრთხო ფუნქციონირება.
    IT სამსახურის მიერ, ეს შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგნაირად:
       1. ინფორმაციის შენახვისთვის, აუცილებელია ყოველდღიურად, სხვა კომპიუტერზე და სხვა ინფორმაციის შესანახ მოწყობილობაზე,  შენახული უნდა იქნეს შემდეგი ფოლდერები: (ყველაზე უარეს შემთხვევაში დაიკარგება, მხოლოდ მიმდინარე დღეს შეტანილი ინფორმაცია)
         1.1 "\WebMed\ARJ_OLD\Yestoday.rar"
         1.2 "\WebMed\ARJ_OLD\UpToday\"
         1.3 "\BackupSQL\"
         1.4 "\upload-dir\"
       2. სერვერის უსაფრთხო ფუქციონირებისთვის საჭიროა:
         2.1 სერვერზე დაინსტალირებული იყოს ოფიციალური ანტივირუსი.
         2.2 სერვერზე გაუქმებული უნდა იქნეს ადმინისტრატორის მომხმარებელი.
         2.3 სერვერზე არ უნდა მუშაობდეს ინტერნეტი, გარდა შემდეგი საიტების:
               start.ge, webmed.ge, moh.gov.ge, eprescription.moh.gov.ge:88, rs.ge, ajax.aspnetcdn.com, el-forms.webmed.ge:4442, elformsservice.azurewebsites.net
               ftp://start.ge, ftp://webmed.ge, ftp://start.ge:222, ftp://webmed.ge:222
         2.4 სერვერზე Remout desktop-ით წვდომისთვის (როგოც შიდა ქსელიდან, ასევე გარედან), საჭიროა:
           2.4.1 სტანდარტული "3389" პორტის ნაცვლად, გამოყენებული იქნეს ნებისმიერი სხვა პორტი.
           2.4.2 აუცილებლად უნდა იქნეს მითითებული ის ფიქსირებული IP მისამართი, საიდანაც მომხმარებელს შეეძლება შემოსვლა. start.ge, webmed.ge და სხვა საჭირო IP.

     
    1. პაციენტის პირადი ნომრით რეგისტრაციის დროს, სურათის, გვარის, სახელის, მისამართის, რაიონის, ასაკის, საყოველთაო პროგრამის კომპონენტის, ავტომატურად შევსება.
    2. პაციენტების წინასწარი ჩაწერა (ტელეფონით ან ინტერნეტით).
    3. წინასწარი კალკულაციების ავტომატურად წარმოება.
    4. პაციენტებისთვის მესიჯების ავტომატურად დაგზავნა (შეხსენება, მილოცვა და ა.შ.).
    5. პაციეტის ექიმთან გაგზავნის დროს, პროგრამა რეგისტრატორს ავტომატურად უჩვენებს, ნებისმიერი ექიმის მიერ მიღებული და რიგში მდგომი პაციენტების რაოდენობას.
     
       პაციენტთა რიგის დარეგულირების მიზნით, პროგრამაში არსებობს რიგის კონტროლის რამოდენიმე მექანიზმი:
    1. წინასწარი ჩაწერა (ადგილზე, ტელეფონით, ინტერნეტით). ექიმი წინასწარ ჩაწერილ პაციენტებს ხედავს ეკრანზე. იგივე ჩანს გარეთ არსებულ მონიტორზე ან გამოკრულია ამონაბეჭდი.
    2. ჩაწერის გარეშე პაციენტების რეგისტრაციის დროს, რეგისტრატორი ხედავს, თუ რამდენი პაციენტი მიიღო და რამდენი ელოდება, საჭირო პროფილის ექიმებს. შესაბამისად აქვს საშუალება პროპორციულად გადაანაწილოს პაციენტები.
    3. ექიმმა პროგრამაში უნდა დაადასტუროს პაციენტის მიღება (კომპიუტერში დაწეროს დასკვნა), გაუქმება ან გადატანა, რის შედეგადაც მას შეუძლია დაინახოს თუ ვინ მიიღო და ვინ ელოდება.
    1. ელექტრონულ ისტორიის წარმოება ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმებით. შესაძლებელია ფორმებში სპეციფიკური ცვლილებების შეტანა.
    2. ექიმი (კომპიუტერით, ტაბლეტით ან ტელეფონით) აწარმოებს სამედიცინო ჩანაწერებს ელექტრონულ ისტორიაში:
      - პაციენტის გასინჯვის ფურცელი, კურსუსი, სამედიცინო ჩარევის ოქმი და სხვა ყველა საჭირო ფორმა.
      - დანიშნულება (ავტომატურად გადაეცემა რეგისტრატორის მოდულს, ექთნის მოდულს და ფორმა 100-ს).
      - რეცეპტი (ავტომატურად იგზავნება სააფთიაქო ქსელში) 
      - ისტრუმენტალური კვლევების დასკვნა (ავტომატურად გადაეცემა ფორმა 100-ს).
      - ლაბორატორიული კვლევების შედეგი (ავტომატურად გადაეცემა ფორმა 100-ს).
      - ფორმა 100 (სადაც ინფორმაცია ავტომატურად თავს იყრის, ზემოთ ჩამოთვლილი ფორმებიდან).
    3. ექთანი (კომპიუტერით, ტაბლეტით ან ტელეფონით) აკონტროლებს და ასრულებს ექიმის მიერ დანიშნულ პროცედურებს (სადაც მითითებილია პაციენტი და პალატა).
     
    - ფორმა 100-ში ავტომატურად თავს იყრის შემდეგი ინფორმაცია:
    1. პაციენტის საპასპორტო მონაცმები.
    2. ICD კოდები (ძირითადი, თანმხლები და ა.შ.)
    3. NCSP ჩარევის კოდები.
    4. ჩატარებული ისტრუმენტალური კვლევები (დასკვნასთან ერთად).
    5. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევები (შედეგთან ერთად).
    6. სხვა ნებისმიერი სასურვლი ჩანაწერი ელ. ისტორიიდან.
    7. შესაძლებელია შაბლონების გამოყენება.
      - ფუნქციონირებს ლაბორატორიის მართვის ორი მოდული:
    1. ლაბორატორიული შედეგების პროგრამაში შესაბამის ფორმებში შეტანა, რომელსაც პროგრამაში დაინახვს ყველა ან საჭირო ექიმი. აგრეთვე ლაბორატორიის შედეგების ავტომატურად გადატანა ფორმა 100-ში. პასუხების ნახვა ინტერნეტით ან მეილით.
    2. პაციენტის ბარკოდი, იბეჭდება და ავტომატურად გადაეცემა სპეციალურ ლაბორატორიის პროგრამას, რომელშიც შედეგები ავტომატურად აისახება უშუალოდ აპარატურიდან (შედეგების ხელით შეტანა არ არის საჭირო). ამ პასუხების დანახვაც ექიმებს შეეძლებათ ვებმედიდან.
    1. პროგრამში არსებობს წინასწარ შედგენილი სამუშაო განრიგი, სადაც მითითებულია ყველა თანამშრომლის მოსვლის და წასვლის დრო (შეაძლებელია ამ განრიგის ექსელში წარმოება, რომელიც ავტომატურად იტვირთება პროგრამაში).
    2. თუ დაწესებულებაში ფუნქციონირებს თანამშრომელთა რეალურად მოსვლის და წასვლის კონტროლი, შესაძლებელია ამ მოდულის პროგრამასთან მიერთება. შესაბამისად დაგვიანებულ თანამშრომელს ავტომატურად ჩამოეჭრება ადმინისტრაციის მიერ წინასწარ დადგენილი თანხა.
    3. ასევე ეს ინფორმაცია გამოიყენება:
      - მორიგე თანამშრომლის ხელფასის დათვლისთვის.
      - ერთნაირი სპეციალობის ექიმებთან, პაციენტების ნაკადის მართვისთვის.
     

    1. ექიმს (ან სხვა კომპეტეტურ პირს) აქვს შესაძლებლობა Online რეჟიმში აკონტროლოს პაციენტზე გაწეული ხარჯი.
    2. აწარმოოს ამბულატორიული და სტაციონარული პაციენტების მკურნალობის კალკულაცია.
    3. საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიულად და სტაციონარულად ჩატარებული მკურნალობების ავტომატურად გაერთიანება.
    4. შესაძლებელი იყოს ერთ დიაგნოზზე რამოდენიმე განყოფილებაში გაწეული  ხარჯვის მიბმა
    5. რამოდენიმე დიაგნოზის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ამორჩევით რამოდენიმე დიაგნოზის ერთი კალკულაციაში ამობეჭდვა.

       პროგრამაში არსებობს შესაძლებლობა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ჩაირთოს შეტანილი ინფორმაციის შემდეგნაირი კონტროლი:
    1. აუცილებელი ველები. ავ ველების შევსება აუცილებელია, რაც ნიშნავს იმას, რომ არ შევსების შემთხვევაში მომხმარებელი შემდეგ ეტაპზე ვერ გადავა.
    2. გამაფრთხილებელი ველები. ამ ველების არ შევსების შემთხვევაში პროგრამა იძლევა გამაფრთხილებელ შეტყობინებას, მაგრამ მუშაობის გაგრძელება შესაძლებელია. მაგ.: პირადობის ნომრის არ შეყვანის ან არასწორედ (11 ნიშნა) შეყვანის შემთხვევაში, პროგრამა მომხმარებელს მხოლოდ გააფრთხილებს, ვინაიდან შეიძლება უცხოელი იყოს (არ ქონდეს 11 ნიშნა ნომერი) ან საჭირო იყოს კონფედეციალობა.
    3. შესაძლებელია ამოვიღოთ რეპორტი ექსელში "1.6 შეტანილი ინფორმაცია", რომელიც ერთიანად და ადვილად დაგვანახებს შეტანილი ინფორმაციის სისწორეს.
     
      პროგრამას აქვს საშუალება პაციენტებს მობილურ ტელეფონზე ან მეილზე გაუგზავნოს საჭირო ან სასურველი შეტყობინებები:
    - კვლევების პასუხები.
    - წინასწარ ჩაწერილი პაციენტის ვიზიტის შეხსენება.
    - ორსულთა ვიზიტების შეხსენება.
    - დაბადების ან სხვა დღესასწაულების მილოცვა.
    - და ა.შ.
     
    1. სტატისტიკური ფორმა 25 და ფორმა 66-ს ავტომატურად ატვირთვა.
    2. ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამასთან ინფორმაციის ავტომატურად გაცვლა HL7 ფორმატით.
    3. კალკულაციის და ფორმა 100-ის PDF ფორმატში ავტომატურად გადატანა. პროგრამების, კომპონენტების და პაციენტების მიხედვით საქაღალდეებში ავტომატურად განთავსება, სამინისტროში გადასაგზავნად.
    4. ექიმის მიერ პროგრამაში დანიშნული მედიკამენტების (რეცეპტების) ავტომატურად გადაგზავნა სამინისტროში და სააფთიაქო ქსელში.
    5. მიღებული ან გაყიდული მედიკამენტების RS.ge-ზე ავტომატურად ატვირთვა და ჩამოტვირთვა.
    6. თანხის ბანკში გადახდის შემთხვევაში, ავტომატური გადახდა და გადახდის დადასტურება (პროგრამა ბანკთან კავშირშია).
     
    - სტაციონარში შესრულებული სამუშაოს 3 ვარიანტი:
    1. პაციენტის გაწერის მიხედვით.
    2. მკურნალობის დასრულების მიხედვით მაგ.: პაციენტი გაეწერა, მაგრამ ისტორია შესრულებაში მოხვდება პათომორფოლოგიის პასუხის მიღების შემდეგ (რომელმაც შეიძლება შეცვალოს კოდი ან ფასი). ეს იძლევა გარანტიას, რომ საყოველთაოში წარდგენილი შერულება დაემთხვევა პროგრამულს.
    3. დიაგნოზების დასრულების მიხედვით (გამოიყენება როცა პაციენტი წევს რამოდენიმე თვე ან წელი).
    4. აგრეთვე შესაძლებელია ნებისმიერი მეთოდის ხელით მითითება კონკრეტულ ისტორიაზე.
    1. დავალიანების მქონე პირების ხელმეორედ მოსვლის შემთხვევაში პროგრამა იძლევა შეტყობინებას.
    2. პროგრამა, როგორც Online რეჟიმში, ისე მომხმარებლის მოთხოვნისთანავე, აფიქსირებს პაციენტის დავალიანებას (სხვაობას გადასახდელ და რეალურად გადახდილ თანხას შორის). განვადების შემთხვევაში, კონტროლდება გადახდის ვადები.
    3. ფიქსირდება სადაზღვევოს ან სპონსორის დავალიანება (პაციენტებზე ინდივიდუალურად).
    4. ფიქსირდება მედიკამენტის და სამერნეო საქონლის მომწოდებლის დავალიანება და მათი გადახდის ვადები.
     

      ნებისმიერი რეპორტი (ყოველდღე, ყოველ კვირას ან ყოველ თვე) ავტომატურად იგზავნევბა წინასწარ მითითებულ მეილებზე.

     

    1. დაწესებულებაში შემოსული მედიკამენტების/საქონლის აღრიცხვა. RS-თან შედარება და დაბლოკვა.
    2. განყოფილებებზე გაცემული მედიკამენტების/საქონლის აღრიცხვა.
    3. ყოველთვიური ზოგადი ხარჯვა.
    4. ვადაგასული და უვარგისი მედიკამენტების/საქონლის ჩამოწერა.
    5. პაციენტზე მედიკამენტების ხარჯვა დიაგნოზების მიხედვით.
    6. ნაშთების, ბრუნვის და სხვა ინფორმაციის დამუშავება.
    1. სადაზღვევო კომპანიებთან ინფორმაციის წარდგენის დროს, მათ მიერ მოწოდებულ ექსელის ფორმებში, პროგრამიდან ინფორმაციის ავტომატურად გადატანა.
    2. საყოელთაოს მოთხოვნის შესაბამისად, "კალკულაციის, ფორმა 100-ის და დასკანერებული პირადობის მოწმობის", PDF ფაილების სახით, პროგრამიდან ავტომატურად მომზადება გადასაგზავნად.
     

    1. ამბულატორიული და სტაციონარული პრისის შედგენა შესაძლებელია როგორც პირდაპირ პროგრამაში, ასევე ექსელში, საიდანაც პრაისი ავტომატურად აიტვირთება პროგრამაში.
    2. პრაისში შესაძლებელია პროცედურაზე, როგორც ზოგადი ფასის მითითება, ასევე განსხვავებული ფასის მითითება, სადაზღვევოს ან ექიმის მიხედვით.

           I  ვარიანტი:
    1. თანხის გადახდა ხდება უშალოდ კვლევის, პროცედურის ან დიაგნოზის მიხედვით (ნაღდი, ტერმინალი, ჩამორიცხვა).
    2. თანხის დაბრუნება ნაღდით, ტერმინალზე, გადარიცხვით, ბალანსზე.
     
           II ვარიანტი:
    1. ბალანსის შევსება (ნაღდი, ტერმინალი, ჩამორიცხვა, საგარანტიო წერილი, ბანკის გარანტია).
    2. ბალანსიდან დავალიანების დაფარვა, პროცედურების ან დიაგნოზების მიხედვით.
    3. თანხის დაბრუნება ნაღდით, ტერმინალზე, გადარიცხვით, ბალანსზე.
    1. თანხის ბანკში გადახდის შემთხვევაში, ავტომატური გადახდა და გადახდის დადასტურება.
    2. ხელფასების სრულყოფილი დათვლა, დაქვითვა კანონმდებლობის გათვალისწინებით და ბანკში გადარიცხვა შესაბამისი ფორმით.
    3. ანგარიშვალდებული პირები და მათი დავალიანებები (პაციენტები, სპონსორები, მომწოდებლები).
    4. თავსებადობა ბუღალტრულ პროგრამებთან.
    5. პროგრამაში ფუნქციონირებს სრული ბუღალტრული მოდული (ამ მოდულის გამოყენების შემთხვევაში, არ არის აუცილებელი სხვა ბუღალტრული პროგრამის გამოყენება)

    1. კანცელარიის პროგრამა 10 წლის მანძილზე მუშაობადა ჯანდაცვის სამინისტროში.
    2. კადრების პროგრამა 3 წლის მანძილზე მუშაობადა ჯანდაცვის სამინისტროში.