მომსახურება და ფასები
       პრაისის მართვისთვის საჭიროა გამოიყოს პასუხისმგებელი პირები: 1. ამბულატორიული ფასებზე, 2 სტაციონარულ ფასებზე , 3 პროგრამაში ატვირთვაზე. შესაძლებელია სამივეზე პასუხისმგებელი იყოს ერთი პიროვნება.
       პროგრამაში სწორი ფასების განთავსებისთვის, საჭიროა ზ/ა პირებმა შეასრულონ შემდეგი ფუნქციები:
    1. ამბულატორიაზე და სტაციონარზე პასუხისმგებლებმა:
      1.1 უნდა განსაზღვრონ ფასები (ხელმძღვანელობასთან და/ან მარკეტინგის სამსახურთან შეთანხმებით).
      1.2 დადგენილი ფასები შეიტანონ ამბულატოარიულ და სტაციონარულ, პროგრამასთან თავსებად, სპეციალურ ექსელის ფორმებში. 
      1.3 უნდა დაადგინონ ძალაში შესვლის თარიღი (ხელმძღვანელობასთან და პროგრამაზე პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით).
      1.4 ეს ფორმები, მეილით, უნდა გადაუგზავნონ პროგრამაზე პასუხისმგებელ პირს (მეილი უნდა შეინახონ).
    2.  პროგრამაზე პასუხისმგებელმა პირმა, მეილით მიღებული ექსელის ფორმები (მეილი უნდა შეინახოს), ერთდროულად უნდა:
      2.1 განათავსოს ოფიციალურ საიტზე და/ან პროგრამის საწყის გვერდზე (ძალაში შესვლის თარიღის მითითებით)..
      2.2 ატვირთოს პროგრამაში (ძალაში შესვლის თარიღის მითითებით) და გადაამოწმოს ატვირთულის სისწორე.
     
      ფორმა 25 -ის ავტომატურად გადაგზავნისთვის საჭიროა:
      1. რეგისტრატორმა, მენეჯერმა და ექიმმა პროგრამაში შეიტანოს შემდეგი აუცილებელი ინფორმაცია:
        1.1 საპასპორტო მონაცემები: პირადი ნომერი, რომლის მიხედვითაც ავტომატურად შევსება, გვარი, სახელი, სქესი, დაბადების თარიღი, რაიონი, მისამართი, სურათი, (თუ ეს რეჟიმი ჩართული არ არის, მაშინ ხელით უნდა შეივსოს, სურათის გარდა), განათლება.
        1.2 კონსულტაციის კოდი, ჩატარების თარიღი და დრო (ენიჭება ავტომატურად) ან ამბულატორიული თითოეული დიაგნოზის: კოდი, დაწყების და დასრულების თარიღი და დრო.
        1.3 ექიმმა უნდა შეავსოს პაციენტის გასინჯვის ფურცელი, სადაც წითელი ფიფქით მითითებულია აუცილებელი ველები.
      2. ფორმა 25 - ის პასუხისმგებელმა პირმა, ინფორმაცია პროგრამულად უნდა გადააგზავნოს სტატისტიკის დეპარტამენტში (პერიოდის მითითებით).  გადაგზვნის შემდეგ, პროგრამა დაწერს შედეგს: წარმატებით გადაგზვნილის რაოდენობას, უკვე გადაგზავილის რაოდენობას, არ ატვირთულის რაოდენობას და ჩამონათვალს, გამოვლენილი შეცდომების მითითებით. პასუხისმგებელმა პირმა, ინფორმაცია გამოვლენილ შეცდომებზე უნდა მიაწოდოს შესაბამის თანამშრომლებს გასასწორებლად. გასწორების შემდეგ, ხელმეორედ უნდა გადიგზავნოს და ა.შ., მანამ სანამ ყველა არ გადაიგზავნება.
        ფორმა 66 -ის ავტომატურად გადაგზავნისთვის საჭიროა:
      1. რეგისტრატორმა, მენეჯერმა და ექიმმა პროგრამაში შეიტანოს შემდეგი აუცილებელი ინფორმაცია:
        1.1 საპასპორტო მონაცემები: პირადი ნომერი, რომლის მიხედვითაც ავტომატურად შევსება, გვარი, სახელი, სქესი, დაბადების თარიღი, რაიონი, მისამართი, სურათი, (თუ ეს რეჟიმი ჩართული არ არის, მაშინ ხელით უნდა შეივსოს, სურათის გარდა), განათლება.
        1.2 ისტორიის ნომერი (პროგრამაში ენიჭება ავტომატურად), შემოსვლის და გაწერის თარიღი და დრო.
        1.3 თითოეული დიაგნოზის: კოდი, დაწყების და დასრულების თარიღი და დრო, გადაუდებელი ან გეგმიური, გამოსავალი (დასრულდა, გადაყვანილია და ა.შ.), ძირითადი (მხოლოდ ერთი შეიძლება) ან თანმხლები,  პირველადი დიაგნოზი, C ჰეპატიტი.
        1.4 ICD დიაგნოზი: დასკვნითი, თანმხლები, გართულების და გარეგანი მიზეზი.
        1.5 NCSP ჩარევები.
      2. ფორმა 66 - ის პასუხისმგებელმა პირმა, ინფორმაცია პროგრამულად უნდა გადააგზავნოს სტატისტიკის დეპარტამენტში (პერიოდის მითითებით).  გადაგზვნის შემდეგ, პროგრამა დაწერს შედეგს: წარმატებით გადაგზვნილის რაოდენობას, უკვე გადაგზავილის რაოდენობას, არ ატვირთული ისტორიების რაოდენობას და ჩამონათვალს, გამოვლენილი შეცდომების მითითებით. პასუხისმგებელმა პირმა, ინფორმაცია გამოვლენილ შეცდომებზე უნდა მიაწოდოს შესაბამის თანამშრომლებს გასასწორებლად. გასწორების შემდეგ, ხელმეორედ უნდა გადიგზავნოს და ა.შ., მანამ სანამ ყველა არ გადაიგზავნება.
       

    .

    სტაციონარული პაციენტის მომსახურების კალკულაციის მეთოდები:
    1. ფაქტიური ხარჯი (ვარიანტი 1).
    1.1. დათვლა ხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით:
    – საწოლდღე (პირდაპირი ხელფასი, არაპირდაპირი ხელფასი, არაპირდაპირი ხარჯი).
    – კონსულტაციები, კვლევები და დიაგნოსტიკა.
    – მედიკამენტები.
    1.2. მოთხოვნა ხდება: 
    – ფაქტიური ხარჯის (მიუხედავად იმისა იგი მეტია თუ ნაკლებია სტანდარტის ღირებულებაზე).
     
    2. ფაქტიური ხარჯი, არანაკლებ სტანდარტისა (ვარიანტი 2).
    2.1. დათვლა ხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით:
    – საწოლდღე (პირდაპირი ხელფასი, არაპირდაპირი ხელფასი, არაპირდაპირი ხარჯი).
    – კონსულტაცია, კვლევა და დიაგნოსტიკა.
    – მედიკამენტი.
    2.2. მოთხოვნა ხდება: 
    – ფაქტიური ხარჯის (თუ იგი მეტია სტანდარტულ ღირებულებაზე).
    – სტანდარტის ღირებულების (თუ ფაქტიური ხარჯი ნაკლებია სტანდარტის ღირებულებაზე).
     
    3. სტანდარტის ღირებულებას დამატებული ზესტანდარტული მომსახურება (ვარიანტი 3).
    3.1. გაწეულ მომსახურების ღირებულებად ჩაითვლება:
    – სტანდარტის ღირებულება.
    – კონსულტაცია, კვლევა და დიაგნოსტიკა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სტანდარტით (გადამხდელში მოინიშნება 6).
    – მედიკამენტი, რომელიც არ არის გათვალისწინებული სტანდარტით (ხარჯვის მითითების დროს მონიშნული უნდა იყოს „ზესტანდარტი“).
    3.2. მოთხოვნა ხდება:
    – სტანდარტის ღირებულების (თუ არ ჩატარებულა სტანდარტით გაუთვალისწინებული მომსახურება).
    – სტანდარტის ღირებულებულებას დამატებული ზესტანდარტული მომსახურება (თუ ჩატარდა სტანდარტით გაუთვალისწინებული მომსახურება).
      1. ბუღალტერიის თანამშრომელმა უნდა გააკონტროლოს, თითოეული რეგისტრატორის მიერ, ყოველდღიურად ჩაბარებული თანხა, ზეტი და პროგრამიდან ამონაბეჭდი. სამივე უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.
      2. ამბულატორიის პასუხისმგებელმა პირმა:
        2.1 უნდა გადაამოწმოს შეტანილი ამბულატორიული კონსულტაციები, კვლევები და პროცედურები.
        2.2 უნდა დარწმუნდეს რომ, სპონსორის წილი და პაციენტის გადახდა სწორედ არის მითითებული.
        2.3 თუ არსებობს გადახდის დანაკლისი ან ზედმეტობა, უნდა დაადასტუროს სპეციალურ ფორმაზე ხელმოწერით.
      3. სტაციონარულ ისტორიაზე პასუხისმგებელმა პირმა (მენეჯერმა):
        3.1 უნდა დაასრულოს სტაციონარული ისტორიის შეტანა:
          3.1.1 თითოეულ დიაგნოზზე გადაამოწმოს / შეიტანოს
             - განყოფილება (რომელსაც უნდა მიეკუთვნოს დიაგნოზის შესრულება).
             - მკურნალობის პერიოდი.
             - დიაგნოზის საბოლოო კოდი
          3,1,2 თითოეულ განყოფილებისთვის (განყოფილების მითითებით), გადაამოწმოს / შეიტანოს განყოფილებაში წოლის მონაცემები:
             - განყოფილებაში მურნალობის დასაწყისი და დასასრული.
             - წოლის პერიოდი საათების მითითებით.
             - მკურნალი ექიმი, ექთანი, დამხმარე.
          3.1.3 სპონსორი (სადაზღვევო), დაფინანსების მითითებით.
        3.2  გააკეთოს კალკულაცია. დარწმუნდეს კალკულაციის სისწორეში და დაბლოკოს დიაგნოზი.
        პასუხის მგებელმა პირებმა, უნდა მოამზადონ შესრულებული სამუშაო:
      1. პაციენტების გადასხდელი შესრულებული სამუშაო (სრულად გადასახდელი, თანაგადახდა, ზესტანდარტი):
        1.1 ფორმა "1.1.5".
        1.2 ფორმა: "ანგარიშვალდებულები".
      2. სადაზღვევო ომპანიებთან წარსადგენი შესრულებული სამუშაო:
        2.1 ამბულატორიული, ფორმა: "1.5.1".
        2.2 სტაციონარული მკურნალობა: ფორმა: "1.5.4"
        2.3 ამბულატორიული მკურნალობა: ფორმა: "1.5.5"
        2.4 (2.2 და 2.3) პუნქტები ერთად: ფორმა: "1.5.3"
      3. ზ/ა შესრულებების პროგრამასთან თანხვედრის დასადგენად, საჭიროა "1.1.1" -ის თითოეული თანხა შედარდეს ზ/ა შესრულებას.

    .